გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფე ჩარლზ მესამე დედოფალი ელისაბედის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
დედოფალი ელისაბედ მეორე დღეს, შოტლანდიაში ბალმორალის სასახლეში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტს მისი უფროსი შვილი, ჩარლზ III დაიკავებს.
ჩარლზ III-ის განცხადება:
"ჩემი საყვარელი დედის, მისი უდიდებულესობა დედოფლის გარდაცვალება ჩემთვის და ჩემი ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარების მომენტია.
ჩვენ ღრმად ვგლოვობთ დაფასებული მონარქის და საყვარელი დედის გარდაცვალებას. ვიცი, მის დაკარგვას მთელს ქვეყანაში, სამეფოებსა და თანამეგობრობაში და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი მწვავედ იგრძნობს.
ამ გლოვისა და ცვლილების მომენტში, ჩემს ოჯახს და მე გვანუგეშებს და გვაძლებინებს ცოდნა, იმ პატივისცემისა და დიდი სიყვარულის შესახებ, რითაც დედოფალი ასე ფართოდ იყო მოცული" - აცხადებს მეფე ჩარლზი.
დედოფალი ელისაბედ მეორე ტახტზე 1952 წელს მამამისის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. ის გაერთიანებული სამეფოს მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო, რითაც ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის, ხოლო მსოფლიოში მეორე ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ტიტული აქვს.